გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: კახა კუჭავა საუკეთესოდ გაუძღვება საქართველოს პარლამენტის მუშაობას, მით უმეტეს, ახლა, როდესაც წინ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დებატები გველის

27-04-2021

„კახა კუჭავა არის პროგრესული ადამიანი, ვისაც კარგი განათლება აქვს მიღებული, ძალიან მოტივირებულია და ვფიქრობ, ის მზად არის და საუკეთესოდ გაუძღვება საქართველოს პარლამენტის მუშაობას, მით უმეტეს, ახლა, როდესაც წინ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დებატები გველის პარლამენტში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ თალაკვაძემ კახა კუჭავას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ" სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, რაშიც საზოგადოება უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ დარწმუნდება.

„კახა კუჭავას აქვს კარგი გამოცდილება, როგორც საარჩევნო პროცესში მონაწილეობის, ასევე, ის არის ძალიან კვალიფიციური, პროფესიონალი იურისტი, საერთაშორისო მიმართულებით იყო აქტიურად ჩართული და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველოს პარლამენტის შემდგომ საქმიანობაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სწორად, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები, საზოგადოება ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდება უახლოეს მომავალში",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930