27-04-2021
„მესმის, რომ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ აღტკინება და გარკვეული სენტიმენტები სკამებთან დაკავშირებით, არ სჯერათ, რომ შეიძლება, ადამიანმა ხელისუფლებიდან ასეთ გადაწყვეტილებები მიიღოს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებს თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განუცხადა.
„თანამდებობა, სავარძელი არ არის „ქართული ოცნების" გუნდში არცერთი ლიდერის თვითმიზანი. ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენი პოზიციები, ჩვენი თანამდებობები გამოვიყენოთ წინსვლისთვის, პროგრესისთვის და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი გადალახულია - ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.