გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა დავითულიანი: დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმით, რომ დაკარგული თვეების შემდეგ ოპოზიცია შემოვიდა ამ დარბაზში

27-04-2021

დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმით, რომ დაკaრგული თვეების შემდეგ ოპოზიცია შემოვიდა ამ დარბაზში და ამ დარბაზში ასახული სურათი როგორც იქნა მიუახლოვდა ქართველი ხალხის გამოხატულ ნებას, ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და თავისი სახელი უნდა დაერქვას იმას, რომ ეს თვეები ტყუილად დაიკარგა ცრუ ნარატივზე აგებული პოლიტიკის შედეგად, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. „ამას არავითარი წონადი არგუმენტი ზურგს არ უმყარებდა. ზურგს არ უმყარებდა არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუტის და საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერა. „ასეე უნდა დავარქვათ სახელი იმას, რომ თუ ვინმე პოლიტპატიმარს ეძახის თავის თავს ამ ქვეყანაში და ნიკა მელიას ვგულისხმობ, ის საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილების პატიმარია და ამას დღევანდელი მოვლენებიც გვიდასტურებს".

ბექა დავითულიანის განცხადებით, „ამ დარბაზში დღეს ყველა ერთად შევიკრიბეთ ახალი ფურცლის გადასაშლელად და მე იმედი მაქვს, რომ ამ ფურცელს გადავშლით და დავიწყებთ მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე საუბარს და შეთანხმებას ამ ქვეყნის მომავალზე. ვინაიდან იმ გეoპლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რაც დღეს ჩვენ გარშემო ხდება და პანდემიის დამანგრეველი ეფექტის გათვალისწინებით, შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი ბოლო შესაძლებლობა, როცა ჩვენ შეგვეძლება ნაკლები დანაკარგებით ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი აქ ერთად შეკრებით, აქ ჯდომით და რეალური საკითხების განხილვით, არა გამოგონილ ცრუ ბრალდებებზე თვეების გაყვანით, ჩვენ შევძლებთ ამ დარბაზში დავბადოთ იმედი ჩვენი მოსახლეობისთვის და არა ნიჰილიზმი და ამ ქვეყნიდან გაქცევის სურვილი".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930