27-04-2021
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდადებულ გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.
„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!
ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში!
ყველას გისურვებთ წარმატებას!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.