გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

28-04-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, მარჯანიშვილის, ხიზანიშვილის, ართმელიძის, გოძიაშვილის, კვანტალიანის, სარაჯიშვილისდა ემხვარის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი წავკისის და შინდისის, აგრეთვე ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს და ოცხელის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კოჯრის ახალი გზატკეცილის, ასათიანის, ზარზმის და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გოთუას და შარტავას ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, ბოხუას, გოგიძის, ჩაჩავას, ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930