28-04-2021
ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს.
ავიაკომპანია Air Astana-ს შვილობილი კომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შემდეგი განრიგით შეასრულებს:
-ატირაუ - ქუთაისი - ატირაუ, 2 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას;
-აქტაუ - ქუთაისი - აქტაუ, 4 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათს და პარასკევს;
-ნურსულთანი - ქუთაისი - ნურსულთანი, 4 მაისიდან - 28 მაისამდე ყოველ სამშაბათს და პარასკევს, ხოლო 2 ივნისიდან 30 ოქტომბრამდე - ყოველ ოთხშაბათს და შაბათს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 27 აპრილს მიენიჭა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.