გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს სააღდგომო ნობათები გადასცა

28-04-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა იროდი უგრეხელიძემ და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ბიუროს ხელმძღვანელმა ბექა წაქაძემ ააიპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და მათ სააღდგომო ნობათები გადასცეს.

ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სააღდგომო პაკეტებისთვის კვერცხი ტრადიციულად კომპანიამ ,,სავანეთი" გაიღო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სასურსათო ნობათები ჯამში მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს გადასცა. ნობათები ასევე შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებმაც მიიღეს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათებს გადასცემს. ეს ტრადიცია არც წელს დარღვეულა, ნობათები მოწყვლადი კატეგორიის 160-მა ოჯახმა მიიღო. მსურს, თითოეულ მათგანს აღდგომის დღესასწაული მივულოცო და მათ ბედნიერება ვუსურვო. მუნიციპალიტეტს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის არაერთი სოციალური პროგრამა აქვს შემუშავებული და ჩვენ ამ ოჯახების დახმარებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930