გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ქვეყანაში პროფესიული განათლების სრულიად ახალი, ევროპული სისტემა იქმნება

3-05-2018

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს ევროპაში არსებული თანამედროვე მოდელების გათვალისწინებით, ეს გახლავთ ძირითადად გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში აპრობირებული მოდელები. ცვლილებები გულისხმობს პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის განცხადებითვე, კერძოდ, განხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილებები:


• პირველი - პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია, ანუ, ჩნდება ატესტატის მიღებისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა;


• ცვლილებები ასევე ქმნის პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩათვლის შესაძლებლობას;
• მოხდება სამუშაოზე დაფუძნებული - ე.წ. დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორიტეტიზაცია;


• ცვლილებები ასევე აჩენს ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას;


• ჩამოყალიბდება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემა, არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულთათვის განხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, ხოლო მეორე შემთხვევაში - ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება და ა.შ.


• დაინერგება ინკლუზიური განათლების სისტემური მიდგომები;


• სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის, სწავლის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია;


• ჩამოყალიბდება მასწავლებლების მომზადების, კარიერული წინსვლის სისტემა;


• იქმნება არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია;


• კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროსტანდარტებთან, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან.
მე მინდა ვთხოვო განათლების მინისტრს და არა მხოლოდ მას, რომ დღეს მედია ოთახში გააკეთოს კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930