28-04-2021
ახალციხის მუნიციპალიტეში არსებულ საბავშვო ბაღებს, კიდევ ერთი, სოფელ სვირის საბავშვო ბაღი შეემატა. დაწესებულება სამი სოფლის სვირის, ბოგისა და ტატანისის 60 -მდე აღსაზრდელს ემსახურება.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა. ასევე, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო და დაიდგა გასართობი ატრაქციონები.
ახალი საბავშვო ბაღი სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივიო თვითმმართველობისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. სტუმრები საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით გამართულ ღონისძიებასაც დაესწრნენ.
შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 143 342 ლარით დაფინანსდა. შენობაში, საბავშვო ბაღის გარდა, განთავსებულია ახალგაზრდული ცენტრი და ბიბლიოთეკაც. სტუმრებმა დღესვე ახლადგახსნილი ბიბლიოთეკა დაათვალიერეს და იქ არსებულ წიგნად ფონდს ადგილზე გაეცნენ, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ კი ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ სოფელში ათეული წლებია არც საბავშვო ბაღი და არც ბიბლიოთეკა არ ფუნქციონირებდა. ახლა კი, პატარები თანამედროვე სტანდარტებზე მქონე საბავშვო ბაღში ეუფლებიან სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევებს, ხოლო ახალგაზრდები განახლებული ბიბლიოთეკითა და ახალგაზრდული ღონისძიებებისათვის საჭირო სივრცით სარგებლობენ.