28-04-2021
მიმდინარე წლის 30 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, უქმე დღეებში, პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები გათავისუფლებულნი არიან პრობაციის ბიუროში რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან.
კანონის მიხედვით, თუ მსჯავრდებულის გამოცხადების დრო ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს, იგი თავისუფლდება ამ დღეს გამოცხადების ვალდებულებისაგან.
საქართველოს მასშტაბით, პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება, 2021 წლის 13 მაისიდან აღდგება - 13 მაისიდან პირობითი მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები პრობაციის ბიუროებში პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმით გამოცხადდებიან.
მიმდინარე წელს 4-11 მაისი უქმე დღეებად საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. ასევე, უქმე დღეებია 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და 12 მაისი.