გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მინდა, თხოვნით მივმართო მედიის წარმომადგენლებს - ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე, ასევე პოზიტივზე საუბარი

3-05-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიის წარმომადგენლებს თავისუფალი პრესის დღეს ულოცავს.


როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უმნიშვნელოვანესი ცვლილება მოხდა მედიის თავისუფლების კუთხით.


„3 მაისი თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეა. მინდა, მოგილოცოთ მედიის წარმომადგენლებს!
საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ამ ცვლილებას ძალიან დადებითად აფასებს. 2011-2012 წლებში, პრესის თავისუფლების შეფასების კუთხით ამ ყველაზე მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციის რეიტინგში საქართველოს 105-ე ადგილი ეკავა, დღეს კი 61-ე ადგილზე ვართ. სხვათა შორის, ვუსწრებთ არაერთ ევროპულსახელმწიფოს და მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი და ობიექტური ინფორმაცია.


ვფიქრობ, ეს არის დიდი მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება უნდა. რამდენიმე დღის წინ ამ ორგანიზაციამ სამი საფეხურით კიდევ უფრო მაღლა, 64-დან 61-ე ადგილზე წაანაცვლა საქართველო, რაც უდავოდ ძალიან კარგია.


მინდა, თხოვნით მივმართო მედიის წარმომადგენლებს - ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე, ასევე პოზიტივზე საუბარი. ხვალინდელი დღის იმედი არის აბსოლუტურად მატერიალური. ის ამოძრავებს ეკონომიკას, ინვესტიციებს, ადამიანებს გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაზე პოზიტიურ მოლოდინებს უქმნის და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში ასეთი მოლოდინები არსებობდეს, მით უმეტეს, რომ მათ ამისთვის აბსოლუტურად ობიექტური საფუძველი აქვთ“-განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930