29-04-2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 024 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 185 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 839 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 433 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 308 834-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.72%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 289 976-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 095 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 904 შემთხვევა, აჭარა - 146, იმერეთი - 79, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 39, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 99, კახეთი - 45, მცხეთა-მთიანეთი - 28, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 737, საიდანაც: 3 765 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 095, აჭარაში - 418, იმერეთში - 423. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 728 პირი, მათ შორის, თბილისში - 363, აჭარაში - 68, იმერეთში -97. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში - 105, აჭარაში - 14, იმერეთში - 10. 718 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 - თბილისში, 318 - აჭარაში. 10 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 217 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 203, ხოლო აჭარაში - 14.
სულ 6 ოქტომბრიდან - 28 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 543 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 415 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 768 პირი, აჭარაში - 2 878, იმერეთში - 1 580.