გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თუშეთში 10 ციხე-სოფელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

3-05-2018

თუშეთში 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები იწყება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, დღეისათვის თუშეთის უძველესი ნაგებობების ნაწილი ან დაზიანებულია, ან განადგურების პირას არის მისული. მისივე განცხადებით, პირველ რიგში ძეგლების აღწერა-ინვენტარიზაცია განხორციელდება, ხოლო შემდგომში სრული რეაბილიტაცია დაიგეგმება.


„თუშეთში ვიწყებთ 10 ციხე-სოფლის რეაბილიტაციის კვლევას. მოგეხსენებათ, თუ რამხელა სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსთვის თუშეთი თავისი ულამაზესი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობით, თავისი ლანდშაფტით, თვითმყოფადობით. სამწუხაროდ, დღეისათვის თუშეთის უძველესი ნაგებობების ნაწილი არის დაზიანებული, ან განადგურების პირას.


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არ ჩატარებულა არანაირი კვლევა ამ კულტურული მემკვიდრეობის და ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ, პირველ რიგში, ამ ძეგლების აღწერა და ინვენტარიზაცია და შემდგომში უკვე სრული რეაბილიტაცია.


ვიწყებთ 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევით სამუშაოებს, ესენია - ძველი დიკლო, ძველი გირევი, ჭონთიო, ჰეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთა. ესენია უძველესი ქართული სოფლები. ჩვენ ამისთვის, პირველ ეტაპზე, გამოვყოფთ 400 000 ლარს. ძალიან კარგია, რომ სამუშაოებში ჩაერთვებიან ახალგაზრდები, სტუდენტები. ზაფხული კარს მოგვადგა უკვე და ამ პერიოდში განხორციელდება ეს სამუშაოები.

შემდგომში, ამ აღწერის საფუძველზე და, რა თქმა უნდა, თანამედროვე პროფესიონალური მიდგომების საფუძველზე მოხდება ამ უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლების რეაბილიტაცია,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930