გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა

29-04-2021

"ჩვენ მუდამ მადლიერი ვიქნებით ჩვენი გმირი ჯარისკაცების, რომლებმაც მსხვერპლისა და თავგანწირვის ფასად, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, საქართველოს სანდო და საიმედო პარტნიორი ქვეყნის სახელი დაუმკვიდრეს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, გლობალური მშვიდობის დასაცავად გაწეულმა ძალისხმევამ განაპირობა ის, რომ საქართველო არის უსაფრთხოების არამხოლოდ მომხმარებელი, არამედ მისი მიმწოდებელი ქვეყანაა. „მიმდინარე წელმა მართლაც ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ნატომ, 2021 წელს, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველო ამ მისიასაც უდიდესი სიამაყით დაასრულებს, როგორც ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე სამხედრო პერსონალის მიხედვით მისიის უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა. 1999 წლიდან მოყოლებული, ნატოს მისიებში აქტიური ჩართულობა, თავდაცვის ძალების განვითარებისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებასთან ერთად, ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთო ღირებულებების დაცვის ერთგული რჩება და აშშ-თან, ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ყველა არსებულ მექანიზმს გამოიყენებს.

„ჩვენ არ დავჯერდებით მიღწეულ პროგრესს და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ჩვენი ძალების წვრთნასა და მოდერნიზაციას, რათა სათანადოდ უზრუნველვყოთ სამშობლოს დაცვა და მტკიცედ გავაგრძელოთ გზა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930