გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში სააღდგომო ნობათის გაცემა დაიწყო

29-04-2021

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოინახულა.

მათ დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო კალათა გადასცა.

პროდუქტების დარიგება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს.
სააღდგომო ნობათების გაცემა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930