29-04-2021
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭისყრით, 86 ხმით, მხარი დაუჭირეს არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას.
არჩილ თალაკვაძე რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტისა და მეორე პუნქტის შესაბამისად უმრავლესობის კვოტით იყო წარდგენილი.