გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წლიური ინფლაციის დონემ 2,5 პროცენტი შეადგინა

3-05-2018

მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,5 პროცენტი შეადგინა.


საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:


სურსათი და უალკოჰოლო სასმელები-ფასები შემცირდა 0,4 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-3,1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1,4 პროცენტი), თევზეული (-1,1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0,5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (3,7 პროცენტი);


ტანსაცმელი და ფეხსაცმელი-ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,4 პროცენტიანი კლება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა როგორც ტანსაცმელზე (-1,4 პროცენტი), ისე ფეხსაცმელზე (-1,1 პროცენტი);


ტრანსპორტი-ჯგუფში ფასები შემცირებულია 0,4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0,04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2,0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-0,5 პროცენტი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930