გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ღვინის ეროვნული სააგენტო სასმელების ხარისხის კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს

30-04-2021

2021 წლის პირველ კვარტალში, სააგენტომ ღვინის მწარმოებელ 7 კომპანიაში განახორციელა სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. შვიდივე საწარმოში აღებული ღვინის ნიმუშები შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს.

ამავე პერიოდში, სააგენტოს მიერ საინსპექციო კონტროლი განხორციელდა 10 კომპანიაში; აქედან ერთ კომპანიას უარი ეთქვა პროდუქციის ექსპორტის განხორციელებაზე. საინსპექციო კონტროლო სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

ამასთან ერთად, ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 56 დეგუსტაცია, შემოვიდა 2263 ნიმუში, 107 შეფასდა უარყოფითად, 2156 - დადებითად. აღსანიშნავია, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში" შესული ცვლილებებით, 2018 წლის 1 იანვრიდან, ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო სავალდებულო დეგუსტაციას ექვემდებარება.

ღვინის ექსპორტის რაოდენობის ზრდის პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930