გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ღიბრაძე: საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, ყოველთვის არის განპირობებული არსებული ვითარებით და მიზნად ისახავს ეპიდემიის გავრცელების სიჩქარის შემცირებას

30-04-2021

"ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც საბჭო ღებულობს, ყოველთვის არის განპირობებული არსებული ვითარებით და მიზნად ისახავს, უპირველესყოვლისა, ეპიდემიის გავრცელების სიჩქარის შემცირებას" - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.



მან ისაუბრა უქმე დღეებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვას, რომ აღნიშნულის განხორციელების მთავარი მიზანი იყო შემცირებულიყო მობილობა და ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე. გიორგი ღიბრაძის თქმით, კარგი ამინდები და გარეთ ყოფნა, გარკვეულწილად, ასუსტებს ეპიდემიის გავრცელებას.



უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ასევე ისაუბრა, თუ რატომ არ მუშაობენ რესტორნები და კაფე-ბარები შაბათ-კვირას და რატომ არ აქვთ მეტი დრო მუშაობისთვის.



„ყველა ის რეგულაცია, რომელიც არსებობს ქვეყანაში და ეს არ არის მხოლოდ შეზღუდვა, ეს არის რეკომენდაცია, ოპერირების სხვადასხვა რეჟიმები, მიზნად ისახავს გავრცელების სიჩქარის შემცირებას. შესაბამისად, იგივე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, აღნიშნულ ეტაპზე, მიჩნეულია, რომ 21:00 საათამდე მუშაობა და შაბათ-კვირას არ მუშაობა, უზრუნველყოფს მობილურობის შემცირებას მაქსიმალურად და შესაბამისად, გავრცელების სიჩქარის შემცირებას, რაც ჩვენი ეპიდემიოლოგიოური სიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნულ მომენტში, ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930