გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო ბოჟაძე: „ქართული ოცნება“ უპირობოდ წავიდა ყველა კომპრომისზე, უსაყვედურო მმართველ ძალას, კონკრეტული კანონპროექტის განხილვაში ოპოზიცია რატომ არ მონაწილეობდაო, უსამართლო და გასაკვირია

1-05-2021

„ქართული ოცნება“ უპირობოდ წავიდა ყველა კომპრომისზე, უსაყვედურო მმართველ ძალას, კონკრეტული კანონპროექტის განხილვაში ოპოზიცია რატომ არ მონაწილეობდაო, უსამართლო და გასაკვირია, – ასეთ კომენტარს აკეთებს „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორი ლადო ბოჟაძე აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

„მინდა, გამოვეხმაურო ამერიკის საელჩოს გუშინდელ განცხადებას. უცნაური და ძალიან გასაკვირია მსგავსი შინაარსის საყვედური მმართველი პარტიის მიმართ, მაშინ, როდესაც პარტნიორებმა ელემენტარულად ისიც კი ვერ უზრუნველყვეს, რომ ოპოზიციას შეესრულებინა მთავარი პირობა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ისინი უნდა ჩართულიყვნენ სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობაში, ხოლო „ქართული ოცნება“ უპირობოდ წავიდა ყველა კომპრომისზე, უსაყვედურო მმართველ ძალას, კონკრეტული კანონპროექტის განხილვაში ოპოზიცია რატომ არ მონაწილეობდაო – უსამართლო და გასაკვირია. პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში ნათლად წერია, რომ ხელმომწერი სუბიექტები იღებენ პასუხისმგებლობას რომ მონაწილეობას მიიღებენ სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობაში. დოკუმენტი არ ავალდებულებს ქართული ოცნების დეპუტატებს, რომ ოპოზიცია ძალის გამოყენებით დაასწრონ სხდომებს, ეს მათი პოლიტიკური კულტურის და პარტნიორებთან პასუხისმგებლობის ნაწილი უნდა იყოს“, – წერს ლადო ბოჟაძე „ფეისბუქში“.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო“. განცხადებაში ვკითხულობთ: „ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. „ქართულ ოცნებას“, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭრვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031