2-05-2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
მთავრობის მეთაური პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან და თბილისის მერ კახი კალაძესთან ერთად საპატრიარქოში იმყოფებოდა.