გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ღიბრაძე: მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები; პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები

4-05-2021

საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ვაქცინაციის გაფართოების საკითხი, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირას, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები.

„ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმის და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უქმე დღეებთან დაკავშირებით, 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა და აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე. მისივე თქმით, აღნიშნული შეზღუდვა, ისევე, როგორც უქმე დღეების გამოცხადება, მობილობის მაქსიმალურად შემცირებისკენ იყო მიმართული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930