გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„spiegel“(გერმანია): ბრიუსელი საქართველოსთვის ალბათ ვიზალიბერალიზების შეჩერების ან საერთოდ მისი გაუქმების მექანიზმს აამოქმედებს

3-05-2018

გერმანული გამოცემა „შპიგელი“ მკითხველებს საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევის ფაქტებს აცნობს.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:


„სწორედ ამას უფრთხოდა ევროკავშირი, როცა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს აწესებდა. ცხადია, თუ ტენდენცია გაგრძელდება, ბრიუსელი, ალბათ, ვიზალიბერალიზების შეჩერების ან საერთოდ, მისი გაუქმების მექანიზმს აამოქმედებს.


რა თქმა უნდა, გერმანიის ხელისუფლება ცდილობს, რომ ყოველმხრივ შეისწავლოს თავშესაფრის მთხოვნელი საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი არგუმენტები და ობიექტურად გადაწყვიტოს საკითხი. შედეგები ასეთია: 2017 წელს თავშესაფრის მიღების 6340 მსურველიდან მხოლოდ 130 დაკმაყოფილდა. პრინციპში, ეს რაოდენობა 2%-იან ქვოტას შეესაბამება. „ევროკომისია ამ პრობლემის შესახებ უკვე საქმის კურსშია ჩაყენებული, მაგრამ მას სურს, რომ უვიზო რეჟიმის დარღვევები საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით გადაწყვიტოს. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროში კონკრეტულ შედეგებს ვიხილავთ“, - წერს „შპიგელი“.


p.s. მასალის ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930