გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისია და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

5-05-2021

ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ამ თემებზე ცნობადობის გაზრდის მიზნით, კომუნიკაციების კომისიასა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მედიაწიგნიერების და ევროპული ღირებულებების განვითარებას.

შეთანხმების მიზანია, ეფექტიანი მუშაობის შედეგად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის დეზინფორმაცია, ევროპული ღირებულებები და ციფრული უნარები, საქართველოს მოსახლეობის ცოდნა და ცნობიერება მაქსიმალურად ამაღლდეს.

კომუნიკაციების კომისია და ნატოს საინფორმაციო ცენტრი მოსახლეობასთან ტრენინგების ფორმატში ჩაატარებენ ერთობლივ შეხვედრებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმების შესახებ. ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოება მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. ტრენინგების მთავარი თემა იქნება ასევე ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარება და ხელშეწყობა. ტრენინგების მიზანი შესაბამის სამიზნე ჯგუფებში, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებს შორის, მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების, თანამედროვე ციფრული უნარებისა და ევროპული ღირებულებების დანერგვა და განვითარებაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930