5-05-2021
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ეხმაურება.
"აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა ემყარება მეზობლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. ეს არის ძალიან კარგი საფუძველი ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობების განვითარებისათვის, რაც აჩვენებს დიდ დინამიკას და მოიცავს ბევრ სფეროს",- წერს ილჰამ ალიევი.