გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ვალერიან ლომთათიძე 101 წლის გახდა

5-05-2021

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის მკვიდრი, ვალერიან ლომთათიძე, 101 წლის გახდა.

იუბილარს, დაბადების დღე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსმა, გელა ბაქანიძემ, სამსახურის წარმომადგენლებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ, მერის მოადგილემ, მინდია ჟღერიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ბატონი ვალერიანი 21 წლის იყო, როცა ომში გაიწვიეს. თავდაპირველად, ფინეთის საზღვართან იბრძოდა, შემდეგ კი_ ლენინგრადის ბლოკადაში მოუწია ყოფნა; ბლოკადის დასრულებამდე არ მიუტოვებია ალყაშემორტყმული ქალაქი; 1944 წელს მძიმედ დაიჭრა, რის გამოც, ფრონტიდან სამშობლოში დაბრუნდა და მას შემდეგ, მშობლიურ ბუკნარში ცხოვრობს.

საუკუნეს გადაცილებულ ვეტერანს, სიცოცხლის ხალისი ჯერაც არ დაუკარგავს, ხარობს თავისი შვილებით, შვილიშვილებით და შვილთაშვილებით; ძალიან უყვარს სტუმრები და ხშირად მღერის. დღეს, დაბადების დღის მისალოცად მასთან მისულთაც სიმღერით მიეგება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ხანგრძლივ სიცოცხლეს ღმერთს და საყვარელ მეუღლეს, ქალბატონ მერის უმადლის, რომელთან ერთადაც, თითქმის 70 წელიწადი გაატარა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ ულოცავს ვალერიან ლომთათიძეს 101 წლის იუბილეს, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს!

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930