გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში, რასაც კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა და მშვიდობიანი მოლაპარაკებები სჭირდება

5-05-2021

ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში, რასაც კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა და მშვიდობიანი მოლაპარაკებები სჭირდება. საქართველო თქვენი მეგობარია და ასეც გაგრძელდება, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ორივე ქვეყანა უნდა იყოს მიზანსწრაფული და მოტივირებული, რათა ერთობლივი ძალებით მეტი პროექტი განხორციელდეს.

„ქალბატონო სპიკერო, პატივცემულო მეგობრებო, დიდი პატივია აქ ყოფნა და თქვენთან შეხვედრა. ბევრჯერ ვყოფილვარ ბაქოში. თქვენ შესანიშნავად აღნიშნეთ, რომ არა მხოლოდ მეზობლები ვართ, არამედ მეგობრები. ჩვენ ერებს - ჩვენ ქვეყნებს შორის - შესანიშნავი ურთიერთობა არსებობს. ადრეც ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ ალიევთან, ჩემს კოლეგებთან - აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. ახლაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ ალიევთან. ძალიან ნაყოფიერი დისკუსიები გვქონდა ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობისა და ასევე სტრატეგიული პროექტების შესახებ, რომლებსაც ეს ორი ერი ერთად ავითარებდა წინა საუკუნის 90-იან წლებში და ამ საუკუნეშიც. ჩვენ მიზანსწრაფულნი და მოტივირებულნი უნდა ვიყოთ, რათა მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივი ძალებით. ეს ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში, რასაც კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა და მშვიდობიანი მოლაპარაკებები სჭირდება. საქართველო თქვენი მეგობარია და ასეც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა ჩვენი მიღებისთვის - ჩემი დელეგაციის მიღებისთვის. კორონავირუსის გამო, ვიზიტებს არ ჰქონდა ხშირი ხასიათი, მაგრამ უნდა შევეცადოთ და მეტი ვიზიტი განვახორციელოთ მომდევნო თვეებში. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს პარლამენტის სახელით მოგიწვიოთ ჩვენთან. კახა კუჭავა გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. სწორედ ის არის აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში. ამდენად, შესანიშნავი საფუძველი გვაქვს ისედაც ნაყოფიერი და შესანიშნავი ურთიერთობების განსავითარებლად ორ საპარლამენტო ჯგუფს შორის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და მოუთმენლად ველი თქვენ ჩამოსვლას თბილისში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930