6-05-2021
გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა პეტრე ხახიშვილმა აღავლინა. გიორგობის ღვთისმსახურებას III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ტარიელ მახარაშვილი და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იანვრის თვიდან ასრულებს. მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვაა.