7-05-2021
„კარგი აზრთა გაცვლა გვქონდა ირაკლი კობახიძესთან და „ქართული ოცნების" დელეგაციასთან საქართველოში საშინაო კონფლიქტის დაძლევასა და სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების შესახებ. არსებობს ძალიან პოზიტიური განწყობა ოპოზიციასთან ერთად და გადაუდებელ რეფორმებზე (საარჩევნო კანონი, მართლმსაჯულების სისტემა) მუშაობისთვის",- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, მიგელ ბერგერი „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს.
მიგელ ბერგერი საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. ქართველი დეპუტატები ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებიან.