გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9-05-2021

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღევანდელი დღე მინდა მივულოცო მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ყველა ვეტერანს.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე უდიდესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ მოწიწებით უნდა მოვიხაროთ ქედი ყველა იმ გმირის წინაშე, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის დამარცხებაში.

სიმბოლურია, რომ დღეს ევროკავშირის დაარსების დღეც აღინიშნება. ფაშიზმის დამარცხებამ ევროპას საშუალება მისცა ფაშისტური იდეოლოგიის ნაცვლად ჰუმანური და დემოკრატიული ღირებულებებით ეცხოვრა და ეს ფასეულობები მსოფლიოს დიდ ნაწილში, მათ შორის საქართველოშიც გაევრცელებინა.

კიდევ ერთხელ, განსაკუთებული პატივისცემით მინდა მივესალმო ჩვენს ვეტერანებს, მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების დღე და მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

9 მაისს საქართველოში ფაშიზმე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930