10-05-2021
რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მხარის რწმუნებული - გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სევაში იმყოფებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უხუცესი ქალბატონი დოდო გძელიშვილი მოინახულეს, დაბადებიდან 105 წლის იუბილე მიულოცეს, ჯანმრთელობა და ტკბილი სიბერე უსურვეს.