11-05-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ნაკადულის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, გორგასალის, დიმიტრი გულიას, გულუას, ისპაჰანლის, იოსებ გრიშაშვილის, შოთა ნიშნიანიძის, დიდი ხეივნის, მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის და ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას შეეხება.