გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

11-05-2021

'სინოფარმის'' ვაქცინით დღეს ონის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქალაქ ონში ლევან შერაზადიშვილი აიცრა.

აღსანიშნავია, რომ დღეის მონაცემებით ონის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში 65 ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია. მედიკოსების განცხადებით , ონის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე მიმდინარეობს.

ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული''სინოფარმის'' ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში.

საქართველოში ''სინოფარმით''ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისათვის არის ხელმისაწვდომი.

მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ ისე გარშემომყოფების ჯანმრთელობას. ვაქცინაცია ერთადერთი იარაღია უხილავ მტერთან საბრძოლველად - განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930