11-05-2021
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ ქვედში, ქვედრულასა და წედისში მდინარეების კალაპოტის წმენდა-ფორმირების, ნაპირსამაგრის, სანიაღრე არხების, წყალგამტარი მილების და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე , ხედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან, გივი ბენდიანიშვილთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ და გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ რაჭა 2005 " ახორციელებს.