გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას ან ბოდიში მოხდას ითხოვს

4-05-2018

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მისამართით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერებული ბრალდებების დადასტურებას ითხოვს. 
პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პროკურატურას ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება უნდა დაეწყო.
„ბრალდებები მართლაც იმდენად მძიმეა და გაისმა უმაღლესი ტრიბუნიდან, უმაღლესი თანამდებობის პირისაგან რომ, ქართული სახელმწიფოს პრესტიჟი ქართული საზოგადოება ითხოვს და იმსახურებს იმას, რომ ამ საკითხებზე შესაბამისმა ორგანოებმა წარმართონ შესაბამისი პროცესი.
ანუ, განცხადებები, რომელიც გაისმა კორუფციასთან დაკავშირებით, მიზანმიმართულ ნგრევასთან სამართალდამცავი სისტემებისა, იმდენად მძიმე ბრალდებებია, რომ ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე უკვე უნდა იყოს მისული პროკურატურაში და ამის თაობაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მიწოდებული. ან მინიმუმ, პროკურატურა უნდა ინტერესდებოდეს ამ საკითხებით და თავად იწვევდეს ამ განცხადებების ავტორებს. თუ ამას საფუძვლად არაფერი უდევს, მაშინ ბოდიშის მოხდის გარდა არაფერი დარჩენიათ საზოგადოებისთვის“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30