გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე: ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის; ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება

12-05-2021

ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. შესაბამისად ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სომხეთში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ისევე, როგორც მთელს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ერევანში ოფიციალური ვიზიტისას, ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ისტორიას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პირისპირ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. თქვენ ახსენეთ კოვიდ-პანდემია, რომელიც რა თქმა უნდა ყველა ქვეყანას შეეხო, ყველა ხალხს და ურთიერთობას. ამის მიუხედავად რა თქმა უნდა მე დიდი პატივით ჩამოვედი და გესტუმრეთ ერევანში. თქვენ იცით ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ჩვენი ხალხს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო მეგობრული, არა მხოლოდ მეზობლური ურთიერთობები. ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. შესაბამისად ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სომხეთში იყო რა თქმა უნდა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ისევე, როგორც მთელს რეგიონში. თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მრავალმხრივ კომპლექსური. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ განვავითაროთ დამატებით ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი კულტურული ურთიერთობები, ისეთი საკითხები, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა. ეს საკითხები კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ერთმანეთს, რა თქმა უნდა რეგიონულ პრიზმაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930