გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაჩი ჭოლაძე პრემიერთან შეხვედრაზე: „პულსარის" გუნდმა დაამტკიცა, რომ შესაძლებელია საქართველოდან შექმნა გლობალური კომპანია

13-05-2021

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აზრების გაცვლა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სხვა კომპანიებმა შეძლონ იგივე გზის გავლა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს პრეცენდენტი, რაც "პულსარმა" შექმნა დღეს, დიდი სტიმული და მოტივატოროა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაახლოებით იგივე სფეროში, იგივე საქმიანობას ეწევა, - ამის შესახებ, Pulsar AI-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, დაჩი ჭოლაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დაჩი ჭოლაძის თქმით, „პულსარის" გუნდმა დაამტკიცა, რომ შესაძლებელია საქართველოდან შექმნა გლობალური კომპანია.

„შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან და მის გუნდთან. ვისაუბრეთ ჩვენს ისტორიაზე, როგორ მოვიდა "პულსარი" დაარსებიდან ამ წარმატებამდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აზრების გაცვლა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სხვა კომპანიებმა შეძლონ იგივე გზის გავლა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს პრეცენდენტი, რაც "პულსარმა" შექმნა დღეს, დიდი სტიმული და მოტივატოროა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაახლოებით იგივე სფეროში, იგივე საქმიანობას ეწევა. რაღაც მხრივ, „პულსარის" გუნდმა დაამტკიცა ის, რომ შესაძლებელია საქართველოდან შექმნა გლობალური კომპანია და მიგვაჩნია, რომ ძალიან ბევრი კარგი გუნდი არსებობს საქართველოში, რომელსაც შეუძლია არა ნაკლები და კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი აზრები მოისმინეს, თუ როგორ შეიძლება, რომ ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს", - აღნიშნა დაჩი ჭოლაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930