გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე: ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარების მიზნით, თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს 500 ერთეულამდე მსოფლიო ბრენდების სპეცდანიშნულების ტექნიკა

13-05-2021

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებისთვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გაცნობისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვითი ქვედანაყოფების მობილურობის ამაღლება ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა.

თავდაცვის მინისტრმა ამ მიზნით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარების კუთხით შემუშავებული და განხორციელებული პროექტები გაიხსენა:

„ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარების მიზნით, დღეისათვის თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს 500 ერთეულამდე მსოფლიო ბრენდების გერმანული „მანის“, იტალიური „ივეკოს“ და ამერიკული „ფორდის“ მარკის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა. ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომლის ფარგლებში საბჭოთა მოძველებული ტექნიკა ეტაპობრივად განახლდება და თანდათანობით ჩვენი ქვედანაყოფები მსუბუქი და მაღალი გამავლობის სპეცტექნიკით აღიჭურვება“.

მაღალი ხარისხისა და სტანდარტების სპეციალური ტექნიკით აღჭურვა თავდაცვის ძალების სამხედრო შესაძლებლობების, ქვედანაყოფების მობილურობისა და და ზოგადად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას უწყობს ხელს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930