14-05-2021
სააკაშვილი გულწრფელი რომ ყოფილიყო და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ეფიქრა, ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში გადადგებოდა! უფრო მეტიც, 26 აგვისტომდე რომ წასულიყო ხელისუფლებიდან, რუსეთი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას არ აღიარებდა - ამის შესახებ ლეობორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა 2012 წლის გაზაფხულზე, გაზეთ "ასავალ - დასავალთან" საუბრისას განაცხადა.
"სააკაშვილმა გაწირა საქართველო და ქვეყანას საკუთარი სკამი ამჯობინა! ამდენად, ამ ვაჟბატონის შეთავაზებები რუსეთისადმი დღეს დაგვიანებულია და პიარზეა გათვლილი.
უფრო მეტიც, სააკაშვილმა ისეთი უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვები იხმარა, რომ რუსული- ქართული ურთიერთობები კიდეც უფრო გაამწვავა. (იგულისხმება სააკაშვილის ცნობილი განცხადება, რომ ის მზადაა რუსული ჯარების გაყვანის სანაცვლოდ საკუთარი გენიტალიები მოიჭრას და კრემლში გაგზავნოს... რედ.)
კიდევ კარგი, კრემლში საააკაშვილის ჭკუის ხალხი არ ზის, თორემ აქამდე მთელ საქართველოს ჰაერში ასწევდნენ. სააკაშვილმა ამ გამონათქვამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის საერთაშორისო დონის პროვოკატორია.
საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის არა რუსეთი ან ტუნგუზის მეტეორიტი, არამედ ეს უზრდელი და თავგასული არსება!" - აცხადებდა ნათელაშვილი.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით