გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: პედაგოგი, რომელიც, გარდაიცვალა, განათლების სისტემაში 2 წელია აღარ მუშაობს

14-05-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში შეგნებულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას თბილისის 51-ე საჯარო სკოლის შესახებ, რომელიც სამინისტროს დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

განვმარტავთ, რომ ეპიდემიოლოგების დასკვნის საფუძველზე 51-ე საჯარო სკოლა 14 აპრილიდან, ანუ, უქმე დღეების დაწყებამდე 2 კვირით ადრე სრულად დისტანციურ ფორმატში სწავლობდა. ამ პერიოდში და უქმე დღეებშიც მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს არაერთგზის ჩაუტარდა სავალდებულო ტესტირება. ხოლო 13 მაისს სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებამდე, სკოლის შენობას ჩაუტარდა დეზინფექცია.

რაც შეეხება მასწავლებელს, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, მან სკოლა თითქმის ორი წლის წინ დატოვა. 2019 წელს განცხადების საფუძველზე მან მიიღო საპენსიო ასაკის პედაგოგებისათვის დაწესებული ჯილდო და საკუთარი ნებით გავიდა განათლების სისტემიდან. შესაბამისად, ის ამჟამად არ არის 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი.

აღნიშნული ინფორმაცია მედიას სრულად მიაწოდა 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა. თუმცა ინფორმაცია გაშუქდა იმგვარად, თითქოს სამინისტრო სკოლებს აიძულებს კოვიდის დაფიქსირების მიუხედავად, სწავლა სკოლის შენობებში განაგრძონ, რაც აშკარა დეზინფორმაციაა" - განაცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930