გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: მივესალმებით საუდის არაბეთის ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე დაბრუნებას

15-05-2021

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი რეგულარულ რეისებს განაახლებს. 17 მაისიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით რიადიდან, ჯედადან და დამამიდან შესრულდება.

ავიარეისები Airbus 319 და 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

„ჩვენ მივესალმებით საუდის არაბეთის ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე დაბრუნებას, რომელიც ადგილობრივი ტურისტული სექტორისთვის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტორებს ჩამოიყვანს. საქართველოს ტურისტული ინდუსტრია მზადაა საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად, მათ შორის, ყურის ქვეყნებიდან. ჩვენ აქტიურად ვეხმარებით ეროვნულ ტურისტულ ინდუსტრიას, რომ მათ უსაფრთხოდ და კოვიდ-რეგულაციების დაცვით შეძლონ ტურისტების მომსახურება. საქართველო პირველია რეგიონში, რომლის ტურიზმის ინდუსტრიაც მზადაა ვაქცინირებული თანამშრომლებით საერთაშორისო ტურისტებს უმასპინძლოს. მოხარული ვართ, რომ ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე ბრუნდებიან ვიზიტორები არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით კვირაში 21 რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას შეასრულებს. საქართველოს ავიაბაზარზე "Flynas"-ი პირველად 2018 წელს შემოვიდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930