გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა მიხეილ ჩხენკელთან ერთად სოფელ ზედა ბახვის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა მოინახულა

15-05-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბახვის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა მოინახულა, ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის განახლების სამუშაოები 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის დასრულდა. შეიცვალა სკოლის შენობის მთლიანი სახურავი და განახლდა ეზოს ღობე, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი, დერეფნები და სველი წერტილები.

სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ჯამური ღირებულება 1 125 818 ლარს შეადგენდა.

სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში ასევე გაიმართა გურიის რეგიონში განხორციელებული ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკის, ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სოფ. ბახვის სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ 1870 წელს დაარსდა და დღემდე მის სახელს ატარებს. ახლანდელი შენობა 1934 წელს აშენდა და იგი 700 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სკოლაში 123 მოსწავლე სწავლობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930