გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხარაგაულელი ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

17-05-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები) ჩაატარეს.

კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 90 ბენეფიციარს.

განხორციელდა 400-მდე სამედიცინო ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, ისარგებლეს არა მხოლოდ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, არამედ ადგილობრივმა მოსახლეობამაც.

აქციის მიმდინარეობას, ადგილზე დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი.

"ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შემადგენლობა, ჩაფიძის კლინიკასთან ერთად, ჩამოსული ვართ გეგმიურ შემოწმებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სადაც ხდება ვეტერანებისა და ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება,რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, პრევენციული ღონისძიებები ვატაროთ შემდგომ რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩაფიძის კლინიკის პერსონალს, ხარაგაულის მერს, მუნიციპალიტეტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ღონისძიების ორგანიზებაში და ეფექტურად ჩატარებაში იყვნენ ჩართულები. _" აღნიშნა კობა კობალაძემ.

დღესვე, კობა კობალაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა, მოისმინა ის საჭირბოროტო საკითხები, რომლებიც, თითოეული მათგანის წინაშე ჯერ კიდევ დგას. მხარეებმა იმსჯელეს ამ გამოწვევათა დაძლევის გზებზე. კობა კობალაძემ, ბენეფიციარებს, სამსახურის მიერ, რეგიონში მცხოვრები ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური თანადგომისთვის შემუშავებული პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელებაც, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

"ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ჩაფიძის კლინიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით, ერთობლივი აქცია განხორციელდა ხარაგაულის ცენტრალურ საავადმყოფოში. მიმაჩნია, რომ ეს არის, როგორც ხარაგაულში მცხოვრები ვეტერანებისთვის, ასევე, იმ მოქალაქეებისათვის, ვინც ამ კუთხით მიიღებენ მომსახურებას, ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა მადლობა გადავუხადო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ კობა კობალაძეს, რომელიც დღეს იმყოფება ხარაგაულში. ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას, სოციალური მიმართულებით აქვს ახალი პროგრამა, რომელიც პირდაპირ ვეტერანებისთვისაა განკუთვნილი. მათი ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ეს პროგრამა მზარდია, მომავალში უფრო მეტი ფინანსები ჩაიდება.. ამ ეტაპზე, ინდივიდუალური მომართვიანობის შემთხვევაში, ჩვენ აღმოვუჩენთ მათ საჭიროებისამებრ დახმარებას, "- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართებოდა.

მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 111 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს, უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 10 440 ბენეფიციარს.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930