გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: კომენდანტის საათთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ

17-05-2021

ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას ქვყანაში.

„რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, ჩვენ მთავრობის სხდომის შემდეგ გვექნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ჩვენ რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, სამინიტრო, სისტემა ეფექტურად, ყურადღებით მართავს მდგომარეობას. მოგეხსენებათ, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას ქვყანაში. ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930