17-05-2021
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა, ამავე რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, წულუკიძის მე-3 შესახვევი N6 კორპუსის მიმდებარედ 850 კვ.მ ფართობზე გაფართოვდა გზა, მოეწყო ორმხრივი საფეხმავლო ბილიკები და იგება ორფენიანი ასფალტი.