17-05-2021
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში თანამშრომლებთან ერთად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
უწყებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თანამშრომელთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცულობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურის პირადი შემადგენლობა ვაქცინაციას საქართველოს სხვადასხვა პუნქტებშიც გაივლიან.