გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსჯავრდებულები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების მიერ გადამზადდებიან

18-05-2021

კიდევ ერთი ახალი პროექტი მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის - №5, №14 და №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობით გადამზადდებიან. პროექტის ფარგლებში 70-ზე მეტი მსჯავრდებული ორი თვის განმავლობაში ინფორმაციული წიგნიერების, კომუნიკაციისა და მართვის მოწმობის კურსის თეორიულ ნაწილს გაივლის.

№16 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი გაეცნენ. მინისტრის მოადგილეები სწავლების მონაწილეებს გაესაუბრნენ და პატიმრების მიერ დამზადებული ტყავისა და ხის ნივთები, აგრეთვე სამკერვალოში დამზადებული სხვა ნამუშევრები დაათვალიერეს.

პატიმართა გადამზადების პროექტი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. პროცესში მონაწილეობენ კოლეჯი „იბერია", „იკაროსი ", „მოდუსი " და ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი." №16 დაწესებულებაში არსებული სასწავლო ოთახები, კი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობითა და დახმარებით, მოეწყო და აღიჭურვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930