გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა, რადიოების კი შემცირდა

18-05-2021

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტელე მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის.

ჯამური სარეკლამო შემოსავლების ზრდა „ტელეკომპანია პირველს", „სილქნეტს", „ფორმულას", ასევე „პოსტვს", „ჯი-დი-ეს თი-ვის" და „რ.ბ.ჯ"-ს ჰქონდათ, ხოლო „ტელეიმედის", „რუსთავი 2"-ის, „მთავარი არხის" და საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავლებში კლება დაფიქსირდა.

არხების მიხედვით სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა:

ტელეიმედი - 5.3 მილიონი ლარი

რუსთავი 2 - 2.0 მილიონი ლარი

მთავარი არხი - 1.9 მილიონი ლარი

ტელეკომპანია პირველი - 1.2 მილიონი ლარი

სილქნეტი - 0.8 მილიონი ლარი

ფორმულა - 0.7 მილიონი ლარი

პოსტვ - 0.7 მილიონი ლარი

ჯი-დი-ეს თი-ვი - 0.6 მილიონი ლარი

რ.ბ.ჯ - 0.2 მილიონი ლარი

საზოგადოებრივი მაუწყებელი - 0.2 მილიონი ლარი

სხვა - 1.0 მილიონი ლარი

შეგახსენებთ, რომ სარეკლამო შემოსავლები მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს.

რაც შეეხება რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებს, 2021 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით შემცირდა. რადიოების სარეკლამო შემოსავლებმა ჯამურად 1.4 მილიონი ლარი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930