გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
"ვაშინგტონ პოსტი": სააკაშვილმა თავისი უგუნური სამხედრო ნაბიჯებით რუსეთს საქართველოში შეჭრის საბაბი მისცა

18-05-2021

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, დემოკრატიული "ფერადი რევოლუციაბის" სულისჩამდგმელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამერიკელი კონსერვატორების ფავორიტი იყო, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა - ამის შესახებ გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა "ვაშინგტონ პოსტმა" სტატია ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამოაქვეყნა, რომლის ქართულენოვანი ვერსია foreignpress - მა გაავრცელა.


გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:


"სააკაშვილი რეფორმატორად მას შემდეგ შერაცხეს, რაც "ვარდების რევოლუციის" შედეგად საქართველოს პრეზიდენტი გახდა და მამაცურად დაუპირისპირდა რეგიონში რუსეთის ჰეგემონიას.


მაგრამ მან ასევე აჩვენა საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებითი შეფასების მცდარი მაგალითი, როდესაც გადადგა უგუნური სამხედრო ნაბიჯები, რითაც რუსეთს 2008 წელს საქართველოში შეჭრის საბაბი მისცა" - წერს გამოცემა და აქცენტს სააკაშვილის მმართველობის დასასრულს გამძაფრებულ ანტიდემოკრატიულ ტენდენციებზეც აკეთებს:


"ვარდების რევოლუციით" სააკაშვილი მისაბაძ მაგალითად იქცა ავტოკრატიული მმართველობის ქვეყნებში, მაგრამ წლევანდელი ბნელი საარჩევნო კამპანიით (2012 წ. რედ) სააკაშვილის რეჟიმი ემსგავსება სიმბოლოს, რასაც ერთ დროს შემართებით თავად უპირისპირდებოდა" - წერს გამოცემა.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930