18-05-2021
საქართველოს პარლამენტის ახალშექმნილი კულტურის კომიტეტი აჭარის რეგიონში - ბათუმსა და ქედაში გასვლით სხდომებს მართავს.
კომიტეტის წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ იმსჯელეს.
„ დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მინისტრთან კულტურისა და განათლების შესაბამის რეფორმაზე, რომლის განხორციელების აუცილებლობაც იქნა მხარეთა შორის დიალოგის დროს ხაზგასმული; ვისაუბრეთ ასევე აჭარის ავტიონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული ძეგლების დაცვაზე; საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც მეტ მიმღებლობას გაუჩენს ახალგაზრდებს კულტურასთან მიმართებაში. შეხვედრაზე დაისახა შემდგომი ნაბიჯები მჭიდრო თანამშრომლობისთვის", -განაცხადა კულტურის კომიტეტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.